2017 წლის 18-დან 22 დეკემბერის ჩათვლით, საქართველოში პირველად ტარდება ყველაზე მასშტაბური სპიკერ ფესტივალი - ,,შექმენი შენი წარმატება“.
ფესტივალი, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტია, 5 დღე გაგრძელდება და ყოველდღიურად სხვადასხვა თემას და სპიკერებს უმასპინძლებს.
ღონისძიებაში მონაწილე ყველა ტრენერი და პარტნიორი უმაღლესი კლასის პროფესიონალია სწავლებისა და პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებით.
ფესტივალის პირველ დღეს გიორგი კეკელიძე, სალომე გოგეშვილი და ჰენრი კუპრაშვილი გაუძღვებიან, მეორე დღეს - ზაზა ქოიავა და თინათინ ბასილაია, მესამე დღე ჰასიბ თი, ზაუფი და ამალ ჰასანებს დაეთმობათ, მეოთხე დღეს აუდიტორიის წინაშე მარიკა ხალიანი, ხათუნა მუზაშვილი და გოგა ჩანადირი წარდგებიან, რაც შეეხება ფესტივალის დასკვნით (მეხუთე დღე) ტრენინგ-სემინარს, მას დავით კენჭაძე, გიორგი ტომარაძე და გიორგი ისაკაძე გაუძღვებიან.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და დაფინანსებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ტრენინგებზე დასწრებას უფასოდ შეძლებს.
ტრენინგებზე სტუდენტებისთვის დასწრება უფასოა!
იმისათვის, რომ ტრენინგ-სემინარებზე დასწრება შეძლოთ, სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა მოცემულ ბმულზე:
იმ შემთხვევაში თუ ფესტივალის ყველა ტრენინგზე გსურთ დასწრება, რეგისტრაციისას ხუთივე დღის მონიშვნა შეგიძლიათ.
ფესტივალზე დასასწრებად აუცილებელია თან იქონიოთ სტუდენტური ბილეთი და პირადობის მოწმობა.
ფესტივალის ორგანიზატორია "ოქტავა გრუპი".
ორგანიზაციის თითოეული ღონისძიება აგებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე და მოწინავე მეთოდოლოგიებზე. "ოქტავა გრუპის" მისიაა ცოდნის გაუმჯობესება ხარისხიანი ღონისძიებების შექმნის გზით.
განრიგისა და სხვა თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:
იხილეთ ვიდეო: https://goo.gl/QiB33R
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება