3 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლის სეზონის მორიგი სათამაშო დღის ცენტრალურ მატჩში, კსუ-ს საფეხბურთო გუნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნაკრებს "თსუ-ჰიუნდაის" დაუპირისპირდა.
ანგარიში კსუ-ს ფეხბურთელმა გარი წერეთელმა მესამე წუთზე გახსნა, მე-16 წუთზე კი მეორე გოლი ზურაბ ფიჩხაძემ გაიტანა.
აღნიშნულ მატჩში კსუ-ს ფეხბურთელებმა მხოლოდ ამ ორი გოლის გატანა მოახერხეს, მატჩის საბოლოო ანგარიში 4:2 დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ სუპერლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი და SNAP-ის ერთთვიანი ვაუჩერის მფლობელი კსუ-ს მეკარე დათა ფარაჯანაშვილი გახდა.
უახლოესი თამაში 17 დეკემბერს მფკ ნატახტართანაა ჩანიშნული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება