კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინტელექტუალური შეჯიბრის - რა? სად? როდის? - შემოდგომის სეზონის თამაშები უკვე ფინალურ ეტაპს უახლოვდება. პირველ დეკემბერს, კსუ-ს ინტელექტკლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით, თამაშის მეხუთე ტური გაიმართა, რომელიც ბლიცის, სუპერბლიცისა და შავი ყუთის რაუნდებისაგან შედგებოდა. მონაწილეებმა ჯამში 20 შეკითხვას უპასუხეს.
პარასკევი დღის მონაცემებით, შეჯიბრში „Dream killers“, „ბრაჰმანების კასტა“ და „ჰიდრა“ დაწინაურდნენ, თუმცა შემოდგომის სეზონის გამარჯვებულის გამოვლენამდე, კსუ კიდევ ორ ინტელექტუალურ თამაშს უმასპინძლებს.
რა? სად? როდის? - ფინალი 22 დეკემბერსაა ჩანიშნული.
8 დეკემბერს ინტელექტუალური თამაშების ორგანიზატორების ინფორმაციით, სატელევიზიო ტიპის რა? სად? როდის? გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება