კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ინიციატივით, კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიაში, კსუ-ს პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები, ლატვიაში ქართული დიასპორის წარმომადგენელს - ბიზნესმენს იმედი კოკაიასა და საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამების ექსპერტს - ანდრეის კრუსკოპსის შეხვდნენ.
მხარეებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში ორ ქვეყანას შორის არსებულ კულტურულ, ეკონომიკურ, განათლების მიმართულებით არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
საკონსულტაციო შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიის წარმომადგენლებმა - სავაჭრო-სამრეწველო პალატის, კვლევითი საქმიანობის წარმართვისა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს, რომელიც უახლოეს მომავალში დეტალურად გაიწერება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება