Dream kiiler, Sono Tornato, ჰიდრა, ბრაჰმანების კასტა და ნიკე - ეს - რა? სად? როდის? - ინტელექტუალური თამაშის მონაწილე გუნდების სიაა, რომლებიც უკვე მეოთხე კვირაა საუკეთესო ფინალისტის ტიტულის მოპოვებისათვის იბრძვიან.
თამაში წუთიერი დუმულით, თბილისში გარდაცვლილი სპეცრაზმელის საპატივსაცემოდ დაიწყო. ინტელექტუალურ შეჯიბრში 20 კითხვა დაისვა და მეოთხე ტურის თამაში ბლიცის, სუპერბლიცისა და შავი ყუთის რაუნდებით წარიმართა.
კსუ-ს ინტელექტკლუბის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებას, საპატიო სტუმრის ამპლუით საქართველოს ინტელექტკლუბის წევრი, ლეგენდარული კაპიტანი და ბროლის ბუს მფლობელი - ოთარ საბაშვილი დაესწრო.
თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მეოთხე ტურში თავი გამოიჩინეს ჰიდრამ და ნიკემ. შეჯიბრის მორიგი ტური, 1 დეკემბერსაა ჩანიშნული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება