კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის აფხაზეთიდან დევნილი წარჩინებული სტუდენტები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო შეხვედრას ,,მაგთი - კლუბში“ დაესწრნენ. ღონისძიება სტუდენტთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და მასში სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების 50-მდე სტუდენტი ჩაერთო.
კსუ-ს ადმინისტრაციიდან საზეიმო შეხვედრას, კსუ-ს სამართლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ მაჭარაშვილი და სტუდენტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტი - დეა მჭედლიშვილი ესწრებოდნენ.
კსუ-ს სტუდენტებს ვიაჩესლავ ზაქარაის, მონიკა არდაშელიას, გიორგი ჭაავას, ჟანა ჭაჭუასა და ნატო ლუკავას - ფარმაცევტულმა კომპანია ავერსმა თავის მოვლის საშუალებები გადასცა, სტუდენტები მშობლიური უნივერსიტეტის სუვენირებით, სამახსოვრო საჩუქრებით და წიგნებით დაჯილდოვდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება