კსუ-ს ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი - ალექსანდრე რუსეცკი 11-14 ოქტომბერს უკრაინის ზაპოროჟიეს ნაციონალურ უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციაზე იმყოფებოდა.
ღონისძიება საინფორმაციო ფსიქოლოგიური უსაფრთხოების საკითხებს შეეხებოდა, სადაც კსუ-ს წარმომადგენელი მომხსენებლისა და კონფერენციის მოდერატორის ამპლუით წარდგა.
ალექსანდრე რუსეცკის მოხსენება სიმ მეთოდის მნიშვნელობისა და მისი დანერგვის საკითხებს შეეხებოდა. თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ზაპოროჟიეს ნაციონალურ უნივერსიტეტში ამ მეთოდის შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება დაიგეგმა.
შეგახსენებთ, რომ კსუ-სა და უკრაინის ზაპროჟიეს ნაციონალურ უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვთ გაფორმებული. კსუ-ს ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის - ალექსანდრე რუსეცკის ვიზიტისა და კონფერენციაში მონაწილეობის შემდეგ კი ამ თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოითქვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება