კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაშის - ,,რა? სად? როდის?“ - მორიგი, მესამე ტური ჩატარდა.
შემოდგომის სეზონის თამაში ექვსი ტურისგან შედგება და მასში კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებული ათი გუნდია ჩართული. შეჯიბრი გარდამავალი უპირატესობით, საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და მესამე ტურის შუალედური შედეგებით Dream killer, Sono და ბრაჰმანები ლიდერობენ.
ინტელექტუალური თამაშის ფინალური ტური დეკებრის თვეში ჩატარდება და ორგანიზატორები ჩემპიონატის საუკეთესო სამეულს დაასახელებენ.
შეგახსენებთ, რომ გარდა ,,რა?, სად?, როდის?“ ინტელექტუალური შეჯიბრისა, კსუ-ს ინტელექტკლუბი თამაშებს ბრეინინგში, ჯეპარდში და თემატურ ქვიზებშიც ატარებს. კლუბის ორგანიზატორების განცხადებით, უახლოესი ღონისძიება 18 ნოემბერს (სატელევიზიო ექსპერიმენტალური ,,რა? სად? როდის?“) - არის ჩანიშნული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება