კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ლალი მეკოკიშვილმა - ბაქოში გამართულ კონგრესზე ლექცია ჩაატარა.
მედიცინის დეკანი აზერბაიჯანში სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმთა დახელოვნების კათედრის გამგის მიწვევით იმყოფებოდა. თანამედროვე დერმატოლოგიის, ვენეროლოგიისა და დერმატოონკოლოგიის საკითხებზე გამართულ კონგრესს, საუნივერსიტეტო კლინიკების პროფესორები და სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, აშშ, იტალია, ლატვია, რუსეთი და უკრაინა) დარგის წამყვანი სპეციალისტები ესწრებოდნენ.
კონგრესის ორგანიზატორებმა, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, როგორც ღონისძების სპიკერს, აზერბაიჯანის სახალხო მხატვრის მიერ შესრულებული - ხელნაკეთი სერტიფიკატი გადასცეს.
სამეცნიერო ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო, საუნივერსიტეტო და კოლეგიალური თანამშრომლობა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება