,,მე, კამერა და ომი" - კსუ-ს ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტების ქეთევან ფირცხალაიშვილისა და ნინო კოხრეიძის ავტორობით, ტელედოკუმენტალისტიკის სასწავლო დისციპლინის ფარგლებში მომზადებული სტუდენტური ფილმია, რომლის საჯარო ჩვენებაც მულტიმედია ცენტრში გაიმართა. ფილმი "მსოფლიოს ახალი ამბების" (WTN) ამიერკავკასიის ბიუროს კორესპონდენტის სტატუსით ხობში სამოქალაქო ომის გასაშუქებლად მივლენილ და პროფესიული საქმიანობის დროს დაცხრილულ ახალგაზრდა ჟურნალისტზე - დათო ბოლქვაძეზე გვიამბობს. კსუ-ს მულტიმედია ცენტრი, აღნიშნული ფილმის პრემიერით - 2 ნოემბერს - ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დაუსჯელ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა. საჯარო ჩვენების დასასრულს, ჟურნალისტიკის პროგრამისა და კსუ-ს მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ და კსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა სულხან მელაძემ სადისკუსიო პანელი გახსნილად გამოაცხადეს და თემისა და ფილმის ირგვლივ მოსაზრებები და შეფასებები მოისმინეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება