თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის პირველ სათამაშო დღე - 29 ოქტომბერი - ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგის პირველი ტურის შეხვედრებით დაიწყო.
სუპერლიგის I ტურში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ტელეკომპანია იმედის ნაკრებს შეხვდა. აღნიშნული გუნდების მეკარეების დამსახურებით, თამაში საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. შეხვედრის ბოლოს, კსუ-ს გუნდის მეკარე - დავით ფარაჯანიშვილი საკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.
მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. კსუ-ს მხრიდან გოლის გატანა - ზურაბ ფიჩხაძემ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს გუნდი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თამაშებში განახლებული შემადგენლობით ითამაშებს. ნაკრების მწვრთნელი ილია მოდებაძე გახლავთ.
ბიზნეს ლიგის უახლოესი თამაში დეკემბრის თვეში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაა ჩანიშნული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება