20 ოქტომბერს ახალი სასწავლო წლიდან განახლებული საშემოდგომო თამაშის - ,,რა? სად? როდის?“ - მორიგი ეტაპი გაიმართა. თამაშმა საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ ჩაიარა.
კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებული 10 გუნდი, სასწავლო სემესტრის ბოლომდე, კვირიდან - კვირამდე უკეთესი შედეგისა და ფინალში გამარჯვებისათვის იბრძვის.
სასწავლო კვირის ბოლო დღეს, ინტელექტუალური შეჯიბრებები - კსუ-ში უკვე ტრადიციად იქცა. ინტელექტკლუბი „რა? სად? როდის?“ თამაშის გარდა, შეჯიბრებებს ბრეინინგში, ჯეპარდში და თემატურ ქვიზებში ატარებს. თამაშის ორგანიზატორების ინფორმაციით, 27 ოქტომბერს ჯეპარდის, ხოლო 3 ნოემბერს ,,რა? სად? როდის?“ მორიგი ტური გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება