კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტისა და კურსის 150-მდე ქართველი და უცხოელი სტუდენტი, შიდა საფეხბურთო ტურნირში ჩაერთო.
სპორტული შეჯიბრების მთავარი მიზანი, კსუ-ს ფუტსალის გუნდის ახალი სტუდენტებით გადახალისება-გაძლიერებაა.
ტურნირს კსუ-ს საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი ილია მოდებაძე და ნაკრების ფეხბურთელები ესწრებოდნენ.
სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით შესარჩევი ტურები სპორტის სხვა სახეობებშიც (კალათბურთი, რაგბი, ფრენბურთი) იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებული სპორტული გუნდები დიდი წარმატებით ასპარეზობენ და გუნდებში მოხვედრის მსურველთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება