საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ფილმის „საგურამოს სახლის“ ჩვენებით გაიხსნა.
ჩვენების შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ ეზოში მოწყობილ სცენასთან გადაინაცვლა, სადაც აუდიტორიას სიტყვით მუზეუმის დირექტორმა ანდრო ბედუკაძემ და მოწვეულმა სტუმრებმა მიმართეს. გამომსვლელებმა ილიას ღვაწლსა და შემოქმედებაზე ისაუბრეს.
ილიას გარდაცვალებიდან 110 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქართველი პოეტები, მწერლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება