შვეიცარიის მთავრობა აცხადებს სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღებას 2018-2019 აკადემიური წლისათვის. სტიპენდიები სრულად ფინანსდება მთვრობის მიერ და განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისა და მეცნიერებისათვის.
ძირითადი სასტიპენდიო მოთხოვნებია: უნივერსიტეტის ხარისხი, გამორჩეული კვლევითი გამოცდილება და პოტენციალი, ინგლისური ან შვეიცარიის რომელიმე ოფიციალური ენის საფუძვლიანი ცოდნა.
სტიპენდიების ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ პროგრამაზე, რომელსაც აპლიკანტი შეარჩევს და შესაძლებელია გაგრძელდეს 1-დან 3 წლამდე. საქართველოში შვეიცარიის საელჩოში, განცხადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://www.sbfi.admin.ch/sbfi/en/home/bildung/scholarships-and-grants.html
ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება