ფოტოკონკურსი
კავკასიის საერთაშორისო უნივერტეტთან არსებული ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტი აცხადებს ფოტოკონკურსს პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფებისთვის.
კონცეფციის აღწერა
ტერორიზმი საფრთხეა, რომელსაც მსოფლიო ებრძვის. იმ უამრავი ტრაგედიიდან, რომელიც მსოფლიოში მოხდა, აღსანიშნავია ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტი.
მსოფლიო ყოველ წელს იხსენებს საზარელი ტერორისტული ოპერაციის ცალკეულ დეტალებს, პატივს მიაგებს სამიათასამდე დაღუპულის ხსოვნას, ცდილობს, გაიაზროს, რამ ჩაადენინა თავდამსხმელებს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი, ყველაზე დაუნდობელი ტერაქტი.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტმა გადაწყვიტა აქტივობათა ციკლი მიუძღვნას 11 სექტემბრის ტრაგედიასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლის ერთ-ერთი ნაწილს ფოტოკონკურსი წარმოადგენს.
შერჩევის კრიტერიუმები:
ნამუშევარი უნდა ასახავდეს ტერორიზმის საზარელ არსსა და პრობლემის აღმოფხვრის მისეულ ხედვას;
ერთი მონაწილისგან დასაშვებია მხოლოდ ერთი ფოტოს წარმოდგენა;
ფოტო უნდა იყოს JPG ფორმატის და ფაილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს;
ფოტო შეიძლება იყოს როგორც აპარატით, ასევე მობილური ტელეფონით გადაღებული;
საკონკურსოდ გამოგზავნილ ფოტოს თან უნდა ახლდეს მოკლე აღწერა. საკონკურსო ფოტოსთან ერთად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს თავისი სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონი, სამსახურეობრივი პოზიცია/სასწავლებელი და პროფესია.
კონკურსანტის პირადი ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ მოცემულ კონკურსში საკონტაქტოდ.
ნამუშევრები გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: Usaca@ciu.edu.ge
ფოტოს გამოგზავნის ბოლო ვადა: 2017 წლის 5 სექტემბერი.
პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, კონკურსანტი მოხსნან კონკურსიდან.
ნამუშევრების გამოფენა 15 სექტემბერს მოეწყობა, სადაც ერთი გამარჯვებული დასახელდება.
გისურვებთ წარმატებებს!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება