კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე.
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე იწარმოებს 4 დან 23 სექტემბრის ჩათვლით.
უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:
სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის გამოცდების ფორმატი და შეფასების კრიტერიუმები
კსუ-ს ენების ცენტრში ინგლისური ენის დონის დასადგენი ტესტირება ჩატარდება 25 სექტემბერს შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის:
გამოცდა სპეციალობების მიხედვით ჩატარდება 27 სექტემბერს შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის:
სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდის საკითხები
მიმართულებების მიხედვით
კერძო სამართალი და სამოქალაქო პროცესი:
1. სამეწარმეო იურიდიული პირები - მათთვის დამახასიათებელი და
განმასხვავებელი ნიშან-თვისებები;
2. არამატერიალური ქონებრივი უფლებები;
3. პირადი არაქონებრივი უფლებები;
4. ნივთები;
5. მფლობელობა;
6. სამეზობლო სამართალი;
7. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი;
8. კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები;
9. საცილო გარიგებები;
10. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო
სამართალში;
11. საკასაციო საჩივრის დასაშვებობა;
12. სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები.
ლიტერატურა:
1. ბესარიონ ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003;
2. ლადო ჭანტურია, თევდორე ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, 2002;
3. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011;
4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი II,
2001.
კანონები:
1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
3. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი.
საჯარო სამართალი (ადმინისტრაციული სამართალი და კონსტიტუციური სამართალი)
ადმინისტრაციული სამართალი:
ადმინისტრაციული სამართლის პროცესი:
ლიტერატურა ადმინისტრაციულ სამართალსა და ადმინისტრაციული სამართლის პროცესში:
კონსტიტუციური სამართალი:
1. რესპუბლიკური მმართველობის მოდელები და მათი ძირითადი განმასხვავებელი
2. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთკონტროლისა
და გაწონასწორების მექანიზმები;
3. საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სტატუსი;
4. საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ხელისუფლების დანაწილების პრინციპის
5. საქართველოს მმართველობის მოდელი 2010 წლის კონსტიტუციური რეფორმის
6. დაახასიათეთ საქართველოს ტერიტორიული მოწყობა;
7. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში;
8. დაახასიათეთ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თანასწორობის
ძირითადი უფლებები.
ლიტერატურა კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით:
1. გონაშვილი ვასილ, დემეტრაშვილი ავთანდილ, კვერენჩხილაძე გიორგი, ჟვანია ვახტანგ,
საქართველოს კონსტიტუცია და 2010 წლის კონსტიტუციური რეფორმა, გამოცემა #1, თბილისი, კონსტიტუციური კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრი, 2010 წ.;
http://www.constcentre.gov.ge/failebi/2010_clis_reforma_11577.pdf
2. კანდელაკი კონსტანტინე, ლოსაბერიძე დავით, რუხაძე ზაზა, ტაბუციძე იური, ხმალაძე
ვახტანგ, ჯიბღაშვილი ზურაბ, კონსტიტუციური სისტემები და კონსტიტუციური პროცესი საქართველოში (1995 _ 2009 წ.წ.), მისი განვითარების პერსპექტივა, თბილისი, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”, 2009 წ.;
http://www.osgf.ge/files/publications/2009/Final_Report_constitution.pdf
3. დემეტრაშვილი ავთანდილ, კობახიძე ირაკლი, კონსტიტუციური სამართალი, თბილისი, “ინოვაცია”, 2010 წ.;
4. ბარტოლე სერჯიო, აღმასრულებელი ხელისუფლების საპარლამენტო კონტროლი, სახელმწიფოს კონსტიტუციური ორგანიზაცია, 2004, “აირის” საქართველოს მიერ მომზადებული კვლევის თეზისები, სახელმწიფოს კონსტიტუციური ორგანიზაცია, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალები (თბილისი, 18-19 მაისი), თბილისი, “მერიდიანი”, 2004 წ.;
5. იზორია ლევან, საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ ნახევრადსაპრეზიდენტო? გზა
დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ, 2010 წ.;
6. გიორგაძე გიორგი, თორდია ვახტანგ, ხმალაძე ვახტანგ, საქართველოს კონსტიტუციური
სამართალი, 2001 წ.;
7. დემეტრაშვილი ავთანდილ, საქართველოს კონსტიტუციური ქრონიკები, 2009-2010 წლის
კონსტიტუციური რეფორმა საქართველოში, 2012 წ.;
8. გეგენავა დიმიტრი, ქანთარია ბექა, ცანავა ლანა, თევზაძე თენგო, მაჭარაძე ზურაბ, ჯავახიშვილი პაატა, ერქვანია თინათინ, პაპაშვილი თამარ, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2014 წ.;
9. საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია;
10. საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”.
სისხლის სამართალი
სისხლის სამართლის ზოგადი და კერძო ნაწილი:
1. სისხლის სამართლის კანონის მოქმედების ფარგლები;
2. ქმედების ობიექტური შემადგენლობა;
3. ქმედების სუბიექტური შემადგენლობა;
4. დაუმთავრებელი დანაშაული;
5. მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები;
6. დანაშაულში თანამონაწილეობა;
7. ბრალის გამომრიცხველი გარემოებები;
8. დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ;
9. დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ;
10. დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ.
სისხლის სამართლის პროცესი:
1.სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი;
2. მტკიცებულება;
3. საგამოძიებო მოქმედებები;
4. სისხლისსამართლებრივი დევნა და მისი სახეები;
5. ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში და აღკვეთის ღონისძიებანი.
ლიტერატურა:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. 1999 წ. ( უახლესი ცვლილებებით);
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. 2009 წ. (უახლესი ცვლილებებით);
3. სისხლის სამართალი. სახელმძღვანელო. ზოგადი ნაწილი. რედაქტორები გ. ნაჭყებია, ნ.
თოდუა, თბ., 2016 წ.;
4. მ. ტურავა, სისხლის სამართალი.ზოგადი ნაწილის მიმოხილვა. მეცხრე გამოცემა, თბ.,
2013 წ.;
5. სისხლის სამართლის კერძო ნაწილი. წიგნი 1. რედაქტორი გ. მამულაშვილი, თბ., 2014წ.;
6. საქართველოს სისხლის სამართლის პროცესი. ზოგადი და კერძო ნაწილები. ავტ. კოლექტ.
რედაქტორები ჯ. გახოკიძე, მ. მამნიაშვილი, ი. გაბისონია თბ., 2013, 2015 წწ.
7. გ. თუმანიშვილი, სისხლის სამართლის პროცესი - ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, თბ., 2014 წ.;
8. თ. ლალიაშვილი, სისხლის სამართლის პროცესი - ზოგადი ნაწილი, თბ., 2015 წ.
სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე გამოცდა ჩატარდება წერილობით.
გამოცდაზე წარმოდგენილი იქნება 3 საკითხი, სტუდენტისათვის სასურველი სპეციალობიდან.
თითოეული საკითხის მაქსიმალური შეფასებაა 10 ქულა.
კონკურსის შემთხვევაში კანდიდატთა რანჟირება მოხდება სპეციალობის გამოცდაში მიღებული ქულების მიხედვით.
„ქართული მევენახეობა - მეღვინეობის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის საგამოცდო საკითხები:
1.ვაზისა და ყურძნის ზოგადი შემადგენლობა, მცენარის ჰაერიდან და მიწიდან კვების სისტემების ზოგადი მიმოხილვა;
2. ქართული ვაზის აბორიგენული ჯიშები და მათგან წარმოებული პროდუქტები;
3. საქართველოს მევენახეობის რეგიონები და სპეციფიკური ზონები;
4. საქართველოს ვაზის წამყვანი ჯიშები;
5. ვაზის სოკოვანი დაავადებები;
6. ქართული ღვინის წარმოების ტექნოლოგიები;
7. ქართული ღვინის კლასიფიკაცია;
8. ქვევრი და მისი დანიშნულება, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია და ტექნოლოგია;
9. ღვინის დახასიათება და შეფასება, ღვინის სენსორიკა;
10. ბრენდისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების წარმოების ზოგადი
ტექნოლოგია.
ლიტერატურა:
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამაზე გამოცდა ჩატარდება წერილობით.
შეფასების კრიტერიუმებია:
მაქსიმალური შეფასება არის 30 ქულა.
კონკურსის შემთხვევაში კანდიდატთა რანჟირება მოხდება სპეციალობის გამოცდაში მიღებული ქულების მიხედვით.
,,საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის“ სამაგისტრო პროგრამის საგამოცდო საკითხები:
1. ეკონომიკური აზროვნების შესწავლის მნიშვნელობა;
2. დაახასიათეთ ეკონომიკის პრინციპები, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანების მიერ გადაწყვეტილების მიღებას;
3. დაახასიათეთ ეკონომიკის პრინციპები, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობას;
4. დაახასიათეთ ეკონომიკის პრინციპები, რომელიც საფუძვლად უდევს ეკონომიკის, როგორც მთლიანის ფუნქციონირებას;
5. დაახასიათეთ ბაზრის არსი და სტრუქტურა. ბაზრის სუბიექტები;
6. მოთხოვნის არსი და მოთხოვნის კანონი. ნორმალური და მდარე საქონელი;
7. მოთხოვნის განმსაზღვრელი არაფასობრივი ფაქტორები;
8. მიწოდების არსი და მიწოდების კანონი. მიწოდების განმსაზღვრელი არაფასობრივი ფაქტორები;
9. საწარმოთა ორგანიზაციული ფორმები;
10. სამეწარმეო ფირმა და სრულყოფილი კონკურენცია;
11. მთლიანი ეროვნული პროდუქტი და მთლიანი შიდა პროდუქტი;
12. უმუშევრობა და მისი სახეები;
13. დასაქმება და მისი სახეები;
14. ინფლაცია და მისი კავშირი უმუშევრობასთან. ფილიპსის მრუდი;
15. ფულის არსი და ფუნქციები;
16. შემოსავალი და ცხოვრების დონე;
17. სახელმწიფო ბიუჯეტი და საბიუჯეტო პოლიტიკა;
18. გადასახადების არსი, სახეობები და ფუნქციები;
19. მწარმოებლურობის როლი ეკონომიკასა და მისი ზრდის დეტერმინანტები;
20. ბიზნესის არსი და ამოცანები. ეკონომიკური თავიუსუფლება;
21. ეკონომიკური სისტემები და მათი ბუნება;
22. ბიზნესზე მოქმედი ეკონომიკური ძალები;
23. მცირე ბიზნესი და მისი ადგილი ეკონომიკაში;
24. ბიზნესის მორალურ–ეთიკური კოდექსი. ბიზნესის კულტურა;
25. საერთაშორსისო ბიზნესის განვითარება;
26. საერთაშორისო ბიზნესის სახეები და მასზე მოქმედი გარემო;
27. კომუნიკაციების როლი მართვის პროცესში;
28. ინვესტიციების არსი და სახეები;
29. ინფორმაციის არსი და სახეები.
ლიტერატურა:
1. გრეგორი მენქიუ, ეკონომიკის პრინციპები, გამომცემლობა ,,დიოგენე“, თბ. 2008 წ.;
2. გრიგილ თოდუა, რევაზ გოგოხია, როინ ქუტიძე, ეკონომიკის პრინციპები – მიკროეკონომიკა (ლექციების კურსი), თბილისი 2008 წ.;
3. გრიგილ თოდუა, რევაზ გოგოხია, როინ ქუტიძე, ეკონომიკის პრინციპები – მაკროეკონომიკა (ლექციების კურსი), თბილისი 2009 წ.;
4. ლალი ჩაგელიშვილი, ბიზნესის ადმინისტრირება, გამომცემლობა ,,უნივერსალი“, თბ. 2013 წ.
,,საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის“ სამაგისტრო პროგრამაზე გამოცდა ჩატარდება წერილობით.
საგამოცდო ბილეთში იქნება სამი საკითხი;
თითოეული საკითხის მაქსიმალური შეფასებაა 10 ქულა;
კონკურსის შემთხვევაში კანდიდატთა რანჟირება მოხდება სპეციალობის გამოცდაში მიღებული ქულების მიხედვით.
ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები:
9–10 ქულა: ნაშრომის შინაარსობივი, ფორმალური მხარე სრულყოფილია. საკითხი ზუსტად არის დასმული და გადმოცემულია ამომწურავად;
7–8 ქულა: ნაშრომის შინაარსობივი, ფორმალური მხარე კარგია, მაგრამ საკითხის შესახებ ვერ ავლენს საფუძვლიან ცოდნას;
5–6 ქულა: საკითხი ზუსტად არის დასმული, მაგრამ არ არის გადმოცემული ამომწურავად;
3–4 ქულა: პასუხი არის ბუნდოვანი, სტუდენტი ავლენს მწირ ცოდნას;
1-2 ქულა: ნაშრომი არასრულყოფილია. გადმოცემულია მხოლოდ ზოგიერთი საკითხი.
0 ქულა: საკითხი პასუხგაუცემელია.
,,საერთაშორისო მარკეტინგის“ სამაგისტრო პროგრამის საგამოცდო საკითხები:
1. მარკეტინგის ცნება 21 საუკუნეში და მარკეტინგის კონცეფცია;
2. დაახასიათეთ მარკეტინგული დაგეგმვა და კონტროლი;
3. დაახასიათეთ ჰოლისტიკური მარკეტინგი;
4. დაახასიათეთ კომპანიის მარკეტინგის სტრატეგია და მიზნები;
5. დაახასიათეთ ბაზრის ტიპები;
6. დაახასიათეთ მარკეტინგული ორგანიზაცია კომპანიაში და მისი მიზნები;
7. დაახასიათეთ თანამედროვე მარკეტინგული საიფორმაციო სისტემები;
8. დაახასიათეთ მარკეტინგული დაზვერვის პრინციპები;
9. დაახასიათეთ მოთხოვნის პროგნოზირებისა და შეფასების ფორმები;
10. მოთხოვნის პროგნოზირების შეფასება;
11. მარკეტინგული კვლევის ფორმები, არსი და მნიშვნელობა;
12. მომხმარებლის სამომხმარებლო ქცევის ფორმები და მათი არსი;
13. ბაზრის სეგმენტირების ფორმები და მათი გამოყენების მნიშვნელოვნება მარკეტინგული კვლევის დროს;
14. ბოსტონის კონსალტინგ ჯგუფის მატრიცა და მისი გამოყენება;
15. ანსოფის მატრიცა და მისი გამოყენების ფორმები და მეთოდები;
16. სახელმწიფო და მისი მარკეტინგი - ქალაქის, სოფლის, ადგილის, ერის მარკეტინგი;
17. სავაჭრო მარკა მისი ისტორია და მნიშვნელოვნება;
18. ბრენდის სამომხმარებლო ფასეულობა;
19. ბრენდინგის სტრატეგიის დამუშავება;
20. მოთხოვნის გაზომვის ფორმები და მეთოდები;
21. ორგანიზაციული შესყიდვების და ორგანიზაციული მოხმარების ფორმები;
22. „მარკეტინგული სიბეცის“ თეორია;
23. ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები;
24. მარკეტინგული გარემოს თეორია;
25. კომპანიის შიდა მარკეტინგი;
26. საერთაშორისო მარკეტინგი და მისი სახეები;
27. რეკლამა და მისი ფორმები;
28. პრომოციის არსი და სახეები;
39. საზოგადობასთან ურთიერთობების არსი და სახეები.
ლიტერატურა:
1. მანანა ნანიტაშილი და გიორგი შუბლაძე - მარკეტინგის მენეჯმენტი, 2014 წ.;
2. კოტლერი და არმსტრონგი - მარკეტინგის პრინციპები, მე 14 გამოცემა.
,,საერთაშორისო მარკეტინგის“ სამაგისტრო პროგრამაზე გამოცდა ჩატარდება წერილობით.
საგამოცდო ბილეთში იქნება სამი საკითხი;
თითოეული საკითხის მაქსიმალური შეფასებაა 10 ქულა;
კონკურსის შემთხვევაში კანდიდატთა რანჟირება მოხდება სპეციალობის გამოცდაში მიღებული ქულების მიხედვით.
ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები:
9–10 ქულა: ნაშრომის შინაარსობივი, ფორმალური მხარე სრულყოფილია. საკითხი ზუსტად არის დასმული და გადმოცემულია ამომწურავად;
7–8 ქულა: ნაშრომის შინაარსობივი, ფორმალური მხარე კარგია, მაგრამ საკითხის შესახებ ვერ ავლენს საფუძვლიან ცოდნას;
5–6 ქულა: საკითხი ზუსტად არის დასმული, მაგრამ არ არის გადმოცემული ამომწურავად;
3–4 ქულა: პასუხი არის ბუნდოვანი, სტუდენტი ავლენს მწირ ცოდნას;
1-2 ქულა: ნაშრომი არასრულყოფილია. გადმოცემულია მხოლოდ ზოგიერთი საკითხი.
0 - ქულა: საკითხი პასუხგაუცემელია.
„საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების “ სამაგისტრო პროგრამის საგამოცდო საკითხები
მიმართულებების მოკლე დესკრიფცია
მაგისტრანტობის კანდიდატს მოეთხოვება სათანადო მინიმალური უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გამოვლენა შემდეგი მიმართულებებით:
ესსების ჩამონათვალი:
ლიტერატურული წყაროები საგამოცდო საკითხებისთვის:
გამოცდის ფორმატი და შეფასების კრიტერიუმები:
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად სპეციალობაში ჩატარდება წერილობითი გამოცდა.
შეფასების კრიტერიუმებია:
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა ბარიერის გადასალახად უნდა მიიღონ მინიმუმ 8 ქულა.
მაქსიმალური შეფასება არის 30 ქულა.
კონკურსის შემთხვევაში კანდიდატთა რანჟირება მოხდება სპეციალობის გამოცდაში მიღებული ქულების მიხედვით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება