ჩეხეთის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს 7 სტიპენდიას 2018/19 აკადემიური სასწავლო წლისათვის, რომელთაგან 2 განკუთვნილია სტუდენტებისთვის აფხაზეთიდან. გამოყოფილი სტიპენდიებიდან 4 გაიცემა ჩეხურენოვანი პროგრამებისთვის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებზე, ხოლო 3 - ინგლისურენოვან პროგრამაზე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე.
ჩეხურენოვანი პროგრამების რეკომენდირებული სპეციალობებია: მედიცინა (სასურველია ონკოლოგია), ტექნიკური მეცნიერებები, ინჟინერია, ეკონომიკა, ჰიდროგეოლოგია, მეტეოროლოგია, საინჟინრო გეოლოგია, ქიმია, ხოლო ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის - ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფორმატიკა, გარემოს დაცვის მეცნიერებები და ელექტროინჟინერია.
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიებისა და რეგისტრაციის პროცესის შესახებ გთხოვთ იხილოთ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ვებგვერდზე:
http://www.mzv.cz/tbilisi/en/culture_and_education/czech_government_offers_scholarships_for_2.html
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება