ევროპის კულტურული ტურიზმის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია
კულტურული ფასეულობები, მრავალფეროვნება და მემკვიდრეობა: მდგრადი ტურიზმის განვითარების საფუძვლები
20-21 სექტემბერი, 2017, სიბიუ, რუმინეთი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 70-ე გენერალურმა ასამბლეამ 2017 წელი გამოაცხადა მდგრადი ტურიზმის განვითარების საერთაშორისო წლად (IY2017), რაც განვითარებაში მდგრადი ტურიზმის წვლილის შესახებ საჯარო და კერძო სექტორის გადაწყვეტილების მიმღებ პირთა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების უნიკალური შესაძლებლობაა, რასაც თან სდევს დაინტერესებულ მხარეთა მობილიზაცია ტურიზმის, როგორც დადებითი ცვლილების კატალიზატორად გადაქცევის პროცესში.
IY2017 მიზანია მხარი დაუჭიროს პოლიტიკის, ბიზნეს პრაქტიკისა და სამომხმარებლო ქცევის ცვლილებას, უფრო მდგრადი ტურიზმის სექტორის ჩამოსაყალიბებლად, რასაც ხელს უწყობს UNWTO.
ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელი შეუერთდა წლის საერთაშორისო ღონისძიებებს "კულტურული ფასეულობების, მრავალფეროვნებისა და მემკვიდრეობის" მიმართულებით, რომელიც IY2017-ის ხუთი ძირითადი სფეროდან ერთ-ერთია.
მე-10 საერთაშორისო კონფერენცია „კულტურული ფასეულობები, მრავალფეროვნება და მემკვიდრეობა: მდგრადი ტურიზმის განვითარების საფუძვლები“ ეხება კულტურული ფასეულობების, მრავალფეროვნებისა და მემკვიდრეობის სფეროს ინოვაციებს, შემოქმედებით სიახლეებს, კვლევის და განვითარების სამუშაოებს და მდგრადი ტურიზმის პროდუქტის განვითარებას.
წარმოდგენილი თეზისები უნდა უკავშირდებოდეს ტურიზმთან დაკავშირებულ მინიმუმ ერთ-ერთ საკითხს შემდეგიდან:
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ბმული: http://www.culturaltourism-network.eu/conference-2017.html
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება