კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა ქუჩის კალათბურთში I ადგილი დაიკავა.
10 ივლისს, ვაკის პარკში, 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის მონაწილეობით, საქართველოს „უნივერსიადა 2017“ ჩატარდა.
კსუ-ს გუნდმა შეხვედრები საქართველოს უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის გუნდებთან გამართა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ფინალში, აღნიშნული უნივერსიტეტებიდან გასული წლის გამარჯვებულს - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შეხვდა და თამაში ანგარიშით 17:13 დაასრულა.
ფედარციამ კსუ-ს გუნდის მოთამაშეებს მედლები, სიგელი და თასი გადასცა.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიადა ყოველ წელს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ იმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება