საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციამ (საკია) 28-30 ივნისს, საერთაშორისო კონფერენცია - ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის IX ეროვნული კონგრესი ჩაატარა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი კონგრესს საორგანიზაციო კომიტეტის წევრის, სამეცნიერო სესიის თანათავმჯდომარისა და მომხსენებლის ამპლუით ესწრებოდა.
კსუ-მ კონგრესში ხუთი წარჩინებული სტუდენტის მონაწილეობა დააფინანსა, რომლებიც მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ სკოლასა და (World Allergy School) ბიოქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურიატის პროფესორ აარონ ჩიხანოვერის საჯარო ლეციას დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტი - ალუბაიდი ჰუმმამი სიმსივნის თანამედროვე თერაპიის შესახებ გამართულ სტუდენტურ დებატებშიც მონაწილეობდა.
კონგრესს - სამეცნიერო წრეების, სტუმრებისა და სამედიცინო საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება და რეზონანსი ჰქონდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება