კსუ-ს საფეხბურთო გუნდი, ოქტომბრის თვიდან ბიზნეს ლიგა B-ს ფარგლებში გამართულ შეხვედრებსა და თამაშებში აქტიურად ჩაერთო და ამ ხნის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
1 ივლისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ბიზნეს ლიგის ფინალური მატჩი კსუ-სა და ნატახტარს შორის გაიმართა. შეხვედრა კსუ-ს ფეხბურთელებისთვის წარუმატებელი გამოდგა და მეტოქემ ჩვენს კარში 3 გოლის გატანა შეძლო.
კსუ-ს გუნდის მწვრთნელმა ილია მოდებაძემ, გუნდის თამაში დადებითად შეაფასა, მადლობა გადაუხადა მოთამაშეებს ღირსეული წინააღმედგობის გაწევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ამ წლის შედეგებს, გუნდი ახალი სასწავლო წლიდან კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მწვრთნელის თქმით, ახალი სემესტრიდან პირველკურსელთა შერჩევა და საჩვენებელი თამაშების ჩატარება იგეგმება, მათგან საუკეთესოებს კი შანსი ექნებათ ძირითად შემადგენლობაში მოხვდნენ.
აგვისტოს თვეში, კსუ-ს საფეხბურთო გუნდი პლაჟის ფეხბურთს ბათუმში ითამაშებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება