კალათბურთის საუნივერსიტეტო ჩემპიონატში პირველი ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია.
ნახევარფინალურ მატჩში, კსუ-ს გუნდმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ნაკრები მეორედ, ამჯერადაც დიდი სხვაობით ( 77 : 63 ) დაამარცხა და ამ გამარჯვებით ფინალის საგზური მოიპოვა.
კსუ-ს გუნდიდან შეხვედრაში თავი ბაქარ გაბისიანმა (22 ქულა), გიორგი სუხაშვილმა (16ქულა), ლერი კვანტალიანმა (15) ქულა, ვაკა ბიჭაშვილმა (12 ქულა) და ბექა ქარსივაძემ (11 ქულა) გამოიჩინეს.
საუნივერსიტეტო ჩემპიონატის დაწყების დროს, ოქტომბრის თვეში, ლევან ტყეშელაშვილის მწვრთნელობით შეკრებილმა გუნდმა, ამ ხნის მანძილზე მნიშვნელოვანი გამარჯვებების მოპოვება და 26 ივნისის მონაცემებით უკვე ფინალისტის სტატუსის მოპოვებაც შეძლო.
კსუ, ფინალში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერიტეტს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
კსუ ულოცავს საკალათბურთო ნაკრებს ამ გამარჯვებას და ფინალურ თამაშზე წარმატებას უსურვებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება