18 ივნისი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ნაყოფიერი დღე გამოდგა და ფეხბურთელებთან და კალათბურთელებთან ერთად, გამარჯვება და პირველი საპრიზო ადგილი ავტო რბოლის მონაწილეებმაც იზეიმეს.
BMW CLUB GEORIGIA და SEU RACING CLUB-ის ორგანიზებით გამართულ ავტორბოლაში, (STUDENT CUP) რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტებს შორის საუკეთესო გუნდი უნდა გამოევლინა კსუ-ს სახელით 4 ავტომობილი მონაწილეობდა, მათ ნოდარ სიხარულიძე, გიორგი მოსეშვილი, გიორგი მდინარაძე და ზურაბ ქავთარია მართავდნენ.
შეჯიბრი ღია ცის ქვეშ, Husky Motorpark–ში, კოჯრის გადასახვევთან ჩატარდა და "STUDENTS CUP 2017“-ის მიზანია რბოლები დახურულ, უსაფრთხო ტერიოტორიაზე ჩატარდეს.
კსუ-ს გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონატის ახალი სეზონის დაწყებამდე, გარდამავალი თასის მფლობელი გახდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება