10 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის XIX სამეცნიერო კონფერენციაში მოხსენებებით წარსდგნენ. კონფერენციაში სამართლის, მედიცინის, სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექციები მუშაობდა.
კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ლალი მეკოკიშვილის, პროფესორების მარინა ყუფარაძის, მაია სვანიძისა და ნატალია გარუჩავას ხელმძღვანელობით სტუდენტების მიერ წარდგენილი მოხსენებები, საკვლევი თემის მრავალფეროვნებითა და აქტუალურობით გამოირჩეოდა. კონფერენციაზე კსუ-ს სტუდენტების მომზადების მაღალ დონესაც გაუსვეს ხაზი, ხოლო მათ მიერ წარმოდგენილი ნაშრომების დ. აღმაშენებლის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რეფერირებულ ჟურნალში დაიბეჭდება.
კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება