სუპერლიგა B-ს ფარგლებში გამართულ ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრაში, ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ტელეკომპანია იმედის გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში კსუ-ს ნაკრებმა ერთქულიანი სხვაობით 2 :1 მეტოქის დამარცხება და თასის ფინალური საგზურის მოპოვება შეძლო.
18 ივნისს გაირკვა ფინალურ ეტაპზე კსუ-ს მეტოქე გუნდის ვინაობაც. PSP-სა და ნატახტარის გუნდებს შორის დაძაბულ თამაშში, ნატახტარმა მინიმალური სხვაობით 4:3 მეტოქე დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ნახევარფინალური ეტაპის მატჩში, კსუ-ს გუნდიდან გოლები აკაკი შაველაშვილმა და დავით ხარაზმა გაიტანეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება