9 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა ლალი მიქელაძემ სტუდენტებს გასვლითი ლექცია მოუწყო.
გაზაფხული სემესტრის შემაჯამებელ გასვლით ლექციას ტურიზმის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტები ესწრებოდნენ.
დამთვალიერებლები მცხეთა-მთიანეთის ტურისტულ რეგიონს ესტუმრნენ. მათ საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი - გერგეტი მოინახულეს.
სტუდენტები, ტურის ფარგლებში, „Rooms Hotel Kazbegi“-ს გენერალურ მენეჯერს ელენე მაჭავარიანს შეხვდნენ და წარმატებული სასტუმროს მართვის ასპექტებს გაეცნენ.
აღნიშნული აქტივობა ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის ლალი მიქელაძის ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება