12 ივნისს, ბათუმის ბულვარის საზაფხულო თეატრში შავი ზღვის ლიგის ფინალი გაიმართა, სადაც მონაწილეობა 4-მა, მათ შორის, კსუ-ს გუნდმა მიიღო.
უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი, კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის ცხრა სტუდენტისგანაა დაკომპლექტებული და მათ, 2016 წლის შავი ზღვის ლიგის გამარჯვებულები და Old Boy-ის წევრები - ზურა ყანჩაველი, თორნიკე რევია და გიორგი ხუსკივაძე უწევენ რედაქტორობას.
“შავი ზღვის ლიგის” ტურები აპრილიდან იწყება და ივნისამდე გრძელდება, ფინალურ ეტაპზე ხუთკაციანი ჟიურის გადაწყვეტილებით, I ადგილი თსუ-ს, II ადგილი კსუ-ს და III ადგილი სამტრედიის გუნდმა დაიკავა.
საპრიზო ადგილის მფლობელებს 2000, 1000 და 500 ლარი გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება