13 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, სტუდენტებს ეკონომიკური დიპლომატიის სპეციალისტი - არტურ პასიკი და ბიზნესის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი, ქშისტოფ კუჟნიევსკი შეხვდნენ. ქშისტოფ კუჟნიევსკი ვენჩურული კაპიტალის მიმართულებით 23 ბიზნეს-ფირმას ხელმძღვანელობს და ამ მიმართულებით თავისი გამოცდილება და ცოდნა სტუდენტებს გაუზიარა.
მან სტუდენტებს საჯარო ლექცია - ,,ეკონომიკური საშუალებები და გამოწვევები საქართველოში და ქართველებისთვის“ - ჩაუტარა.
სტუმარმა კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებს პოლონეთის ბიზნესგამოცდილება გაუზიარა, ვენჩურული კაპიტალის სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა გააცნო და მისი კომპანიის მხრიდან საქართველოში ,,start-up-ების” დაფინანსების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
სტუდენტებმა სტუმარს მოკლედ გააცნეს მათი ინტერესის სფერო, ძირითადი საქმიანობა და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შეკითხვებიც დაუსვეს.
შეხვედრის ფარგლებში კსუ-სთან სამომავლო თანამშრომლობა და ურთიერთობა დაიგეგმა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება