კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ცენტრის, თომას ჯეფერსონის კვლევითი და კიბერ უსაფრთხოების აკადემიის წარმომადგენლებმა, სამდღიან კურსსი თემებზე: კიბერ უსაფრთხოება, საერთაშორისო ტერორიზმი, დაზვერვა და ერონოვნული უსაფრთხოება ჩაატარეს.
კურსის მსმენელებმა ღია, ადამიანური რესურსებითა და ყველა ხელმისაწვდომი წყაროს გამოყენებით წარმოებულ დაზვერვაზე, კიბერუსაფრთხოების გამოწვევებსა და ტერორიზმის საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია.
კსუ-ს სტუდენტებს საშუალება მიეცათ, აღნიშნულ თემებსა და კონკრეტულ შეკითხვებზე სემინარის ხელმძღვანელთან ერთად ჯგუფურად ემსჯელათ და ესა თუ ის საკითხი სიღრმისეულად განეხილათ.
მომხსენებლებმა ამ საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, სასარგებლო ბმულები, სახელმძღვანელოები და პრეზენტაციები გადასცეს.
სამდღიანი კურსის დასასრულს მსმენელები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება