9 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბმა თამაშის - რა? სად? როდის? გაზაფხულის ჩემპიონატის მეექვსე ტური ჩაატარა და ამ შეხვედრით გაზაფხულის სეზონი დასრულებულად გამოაცხადა.
თამაშს საპატიო სტუმრის სტატუსით, კსუ-ს კანცლერი ვახტანგ წივწივაძე და ინტელექტკლუბის წევრი, ისტორიკოსი ნიკოლოზ აგლაძე ესწრებოდნენ. ისინი, მთელი თამაშის მანძილზე, აქტიურად იყვნენ ჩართულები სეზონის სამი საუკეთესო გუნდის გამოვლენაში და მონაწილეებს საკონკურსო შეკითხვებიც დაუსვეს.
ფინალურ თამაშზე, სამ საპრიზო ადგილზე გასული გუნდების გარდა, საუკეთესო კაპიტნად - მარიტა შეშელიძე, საუკეთესო მოაზროვნედ - ვალერი მჭედლიშვილი, საუკეთესო ფაკულტეტებად - მედიცინა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და 2017 წლის გაზაფხულის სეზონის აღმოჩენად - გუნდი „ნიკე“ დაასახელეს.
რაც შეეხება უშუალოდ სეზონის გამარჯვებულებს, პირველ სამ ადგილზე გასული გუნდებისა და მათი პრიზების სია ასე გამოიყურება:
III ადგილი - „ჰიდრა“; 50 ლარი, წიგნები და სასაჩუქრე პაკეტები;
II ადგილი - „Dream killer“; 100 ლარი, საგანმანათლებლო ცენტრ ბიდისი აკადემიის 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, წიგნები და სასაჩუქრე პაკეტები;
I ადგილი - „სონო ტორნატო“; 150 ლარი, ,,Cisko”-ს 2200 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, წიგნები და სასაჩუქრე პაკეტები;
აღნიშნული პრიზების გარდა, კსუ-ს კანცლერის გადაწყვეტილებით, პროექტის 50 მონაწილის ექსკურიას უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს.
შემოდგომის სეზონს ინტელექტკლუბი ახალი სასწავლო წლიდან განაახლებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება