ღვაწლმოსილ ლიტერატორს, კრიტიკოსსა და კალმოსანს თამაზ კვაჭანტირაძეს 77 წელი შეუსრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სურვილითა და ინიციატივით დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.
ქართული ენის სიწმინდის დაცვისთვის, მაღალი სულიერი და ზნეობრივი ფასეულობების დამკვიდრებისა და ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის მნიშვნელობის წარმოჩენისათვის იუბილარს საპატრიარქოს სიგელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წარმოამდგენელმა მამა იოანემ გადასცა.
ღონისძიებაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედა ცენტრის ბაზაზე მომზადებული, შოთა რუსთაველის დაბადების 850 წლისადმი მიძღვნილი პროექტის „რუსთველის სამყარო - თამაზ კვაჭანტირაძე“ ჩვენება გაიმართა.
„რასაცა გასცემ შენია, რასც არა დაკარგულია“, „სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა“ - მაყურებელმა გადაცემათა ციკლის ორი კარის ფრაგმენტებისგან შექმნილი ფილმი იხილა.
ჩვენების შემდეგ აუდიტორიას სიტყვით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მიმართა. ვახტანგ წივწივაძემ თამაზ კვაჭანტირაძეს დაბადების დღე მიულოცა, უნივერსიტეტის რექტორატის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით თანამშორმლობისათვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ფულადი ჯილდო გადასცა.
აუდიტორიას სიტყვით უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა სულხან მელაძემ მიმართა. გამომსვლელებმა სასკოლო განათლების განვითარების კუთხით პროექტის მნიშვნელობასა და მაყურებლისათვის გემოვნებიანი მედიაპროდუქტის შეთავაზების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში განხორციელებული პროექტი დადებითად შეაფასა დამსწრე საზოგადოებამ.
თამაზ კვაჭანტირაძე, ქართული სიტყვიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჯავახიშვილის მედლით დააჯილდოვა.
დაბადების დღისადმი მიძღნილ ღონისძიებას თამაზ კვაჭანტირაძის კოლეგები, მეგობრები ოჯახის წევრები და ნათესავები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება