კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, წელს უკვე მეორედ, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით გამართულ დასუფთავების აქციას შეურთდა.
ამჯერად, აქცია საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მოეწყო. აღნიშნული ტერიტორის გაწმენდით სამუშაოები კავკასის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ტურიზმის, ფინანსებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელებმა სტუდენტებთან ერთად განახორციელეს.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ მოხალისეებს, შესრულებული სამუშაოსთვის, მადლობა გადაუხადა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება