კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ცენტრი, თომას ჯეფერსონის კვლევით და ანალიტიკურ ცენტრებთან ერთად, სამდღიან კურსს თემებზე: კიბერ უსაფრთხოება, საერთაშორისო ტერორიზმი, დაზვერვა და ერონოვნული უსაფრთხოება ატარებს.
5 ივნისს, პირველი სემინარი თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა, თორნიკე შურღულაიამ ჩაატარა და სტუდენტებს ღია, ადამიანური რესურსებითა და ყველა ხელმისაწვდომი წყაროს გამოყენებით წარმოებულ დაზვერვაზე ესაუბრა.
ამ კუთხით მსოფლიოს მასშტაბით არსებული გამოცდილება და კონკრეტული ფაქტები მიმიოხილა და აუდიტორიის კითხვებს ვრცლად უპასუხა.
მომხსენებელმა ამ საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, სასარგებლო ბმულები, სახელმძღვანელოები და პრეზენტაციებიც გადასცა.
სამდღიანი კურსის დასასრულს მსმენელები სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება