2 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბმა თამაშის - რა? სად? როდის? გაზაფხულის ჩემპიონატის მეხუთე ტური ჩაატარა. თამაში შავი ყუთის, ბლიცისა და სუპერბლიცის რაუნდებისგან შედგებოდა.
სეზონის მეექვსე დასკვნით რაუნდამდე არსებული მონაცემებით, პირველი სამეულისათვის მებრძოლი გუნდების სია ასე გამოიყურება: ,,სონო“, ,,ჰიდრა“, ,,ოლიმპოს ღმერთები“ და ,,Dream killer“.
ინტელექტუალური თამაშის საპატიო სტუმარი - ახალგაზრდული მთავრობის პრემიერ მინისტრი - რატი რატიანი გახლდათ.
გაზაფხულის სეზონის ფინალური თამაში 9 ივნისაა ჩანიშნული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება