პირველ ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი მესამე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.
ღონისძიების მონაწილეებს კსუ-ს რექტორი კახაბერ კორძაია, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდი და კულტურის ატაშე - მოჯთაბა ქამრან ფარდი მიესალმნენ.
კონფერენციაზე მოხსენებით 40-მდე ქართველი და უცხოელი მონაწილე წარსდგა, ისეთი თემებით, როგორებიცაა: ,,შუა საუკუნეების ირანული კვლევები საქართველოში“, ,,საქართველო, ირანი და რეგიონული უსაფრთხოება“, ირანული ბლოგოსფეროს განვითარება და ა.შ.
პლენარულ სხდომას სოციალურ მეცნიერათა დოქტორი ვალერი მოდებაძე და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მაია კაპანაძე უძღვებოდნენ.
კონფერენციის მიზანია საქართველოსა და ირანის უნივერსიტეტებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს განვითარების ხელშეწყობა; მონაწილეებს შორის კონტაქტების დამყარება; უმაღლესი სასწავლებლების კვლევითი საქმიანობის რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან დაკავშირება; სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება და ნაყოფიერი პროფესიული ურთიერთობების განვითარება.
კონფერენციის მონაწილეები, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსა და კსუ-ს წარმომადგენლებმა, ერთობლივი სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება