კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი „Old Boys“ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას პირველი ადგილით აგრძელებს.
30 მაისს გამართულ ღონისძიებაზე მაყურებლისა და ჟიურის წინაშე სულ 14 გუნდი წარსდა. მონაწილეებმა ერთი საკონკურსო ნომერი - „მისალმება“ წარმოადგინეს.
კსუ-ს გუნდი „Old Boys“, ოთხკაციანი ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალში უმაღლესი შეფასებით - 20 ქულით გადავიდა.
ნახევარფინალი სექტემბერის თვეში გაიმართება, სადაც „Old Boys“-ი ფინალისთვის 7 გუნდთან ერთად იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულს ფულადი პრიზი - 5000 ლარი გადაეცემა.
საქართველოს ჩემპიონატი „კავეენში“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით ტარდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება