კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები პოლონეთში გამართულ სხვადასხვა აქტივობაში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტმა მანჩო კობიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „Social and political problems in the contemporary world“.
კონფერენცია ლოძის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა და მისმა მოადგილემ გახსნეს.
კონფერენციაზე მანჩო კობიძემ თემა - „Refugee Crisis“- წარადგინა. მისი მოხსენება შეეხებოდა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გავლენას ლტოლვილების ცხოვრებაზე.
კსუ-ს სტუდენეტის ნაშრომის წარდგენის შემდეგ, პროფესორმა დომანკმა აღნიშნა, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველთვის გამორჩეულები არიან.
კონფერენციაში ფაკულტეტის 10 ქვეყნის სტუდენტი და სხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები მონაწილეობდნენ.
აღნიშნული აქტივობა ლოძის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეკანატის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს 14 სტუდენეტი სწავლას, საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის ლოძის უნივერსიტეტში აგრძელებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება