22 მაისს, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თაოსნობით ჩატარებულ მატჩში კსუ-ს საფეხბურთო გუნდი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის ნაკრებს დაუპირისპირდა.
თამაში კსუ-ს უპირატესობით დაიწყო, თუმცა მეორე ტაიმში, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებმა ღირსეული წინააღმდეგობა გასწიეს.
აღსანიშნავია, რომ ეს კსუ-ს გუნდის მწვრთნელის - ილია მოდებაძისთვის პირველი თამაში იყო და მისი სამწვრთნელო მოღვაწეობა გამარჯვებით დაიწყო.
თამაში კსუ-ს გამარჯვებით 5:3 დასრულდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება