18 მაისს ირინე სხირტლაძის სახელობის პოლონური ენისა და კულტურის ცენტრი კსუ-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ და საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა საზეიმოდ გახსნეს.
ღონისძიებას სტუდენტები, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და სხირტლაძეების საგვარეულოს წარმომადგენლები დაესწრნენ. პოლონეთის ელჩმა დამსწრე საზოგადოების წინაშე საჯარო ლექცია: „პროტესტის კულტურა პოლონეთში და პოლონური გამოცდილება საქართველოსთვის“- წაიკითხა.
აღნიშნული ღონისძიება კსუ-ს ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ინიციატივით ჩატარდა და საქართველო - პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს მიეძღვნა.
შეგახსენებთ, რომ ირინე სხირტლაძე 1944 წლის ვარშავის აჯანყების გმირია და მისი სახელობის პოლონური ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა, წმინდა ირინეს ხსენების დღეს სიმბოლურად დაიგეგმა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება