ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი საქართველოს, ბელორუსიის, მოლდოვისა და უკრაინის სტუდენტებისთვის აცხადებს მიღებას ორ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად:
1. Summer School on Secure e-Governance (5 კრედიტი)
გენერალური თავმჯდომარე: დოქტორი ინგრიდ პაპელი,
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
2. Summer School on Practical Robotics with 3D printing (4 კრედიტი)
გენერალური თავმჯდომარე: დოქტორი რავიო სელი,
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
ხელმისაწვდომია 10 სტიპენდია!
მთლიანი სტიპენდია მოიცავს 350 ევროს, საზაფხულო სკოლაში სწავლის საფასურს, სასწავლო მატერიალებს, სერტიფიკატს, სოციალურ პროგრამასა და დაბინავებას უნივერსიტეტის ჰოსტელში. სტიპენდიებს გასცემს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის ფონდის მეშვეობით.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 მაისი, 2017 წელი. აპლიკანტებმა უნდა დაწერონ მოკლე სამოტივაციო წერილი, ორგანიზატორები ჩაატარებენ აგრეთვე სკაიპ გასაუბრებას.
დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: www.ttu.ee/summerschools
Facebook: facebook.com/TUTsummerschools
ელ. ფოსტის მისამართი: summerschools@ttu.ee
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება