"საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის" 43-ე კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი საქართველოს მოქალაქეები "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" დაფინანსებას მიიღებენ.
ფონდი იმ კონკურსანტს, რომლის მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო სტატიის (მოხსენების) რეზიუმესაც საერთაშორისო კომისიის წევრები დადებითად შეაფასებენ, სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსებს კონფერენციაში მონაწილეობის ხარჯებს. ამისათვის დაინტერესებულმა პირებმა მოხსენების მოკლე რეზიუმე (აბსტრაქტი) 1 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: http://iaea2017.org/CallForPapers .
საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის" 43-ე კონფერენცია 2-6 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. მისი მთავარი თემა იქნება: „შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი“. კონფერენცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება.
ასოციაცია საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი ორგანიზაციაა. ასოციაციაში, რომელიც 1975 წელს დაარსდა, 50-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული და საგანმანათლებლო შეფასების საკითხებში იუნესკოს საკონსულტაციო სტატუსით სარგებლობს (http://www.iaea.info/index.aspx). ორგანიზაციის მისია არსებული გამოცდილების გაზიარება და ახალი ნაბიჯების დაგეგმვაა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება