20 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაზე 8 სექცია იმუშავებს: ბიზნესი, ირანისტიკა, მედიცინა, მევენახეობა-მეღვინეობა, ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი და მომავალ სტუდენტთა სექცია.
სრული პროგრამის გასაცნობად იხილეთ თანდართული ფაილი.
იხილეთ მომავალ სტუდენტთა სექციის (ექსპერიმენტული პანელი) პროგრამა.
კონფერენციის დღის განრიგი:
10:00 - რეგისტრაცია - კსუ, ფოიე;
10:30 - გახსნა, პლენარული სხდომა (პირველი პანელი: ბიზნესი, სამართალი, მედიცინა, მევენახეობა-მეღვინეობა და ირანისტიკა) - III სართული, საკონფერენციო დარბაზი №305;
10:30 - გახსნა, პლენარული სხდომა (მეორე პანელი: ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და მომავალ სტუდენტთა სექცია) – II სართული, აუდიტორია №202;
11:00 - სექციებში მუშაობა;
13:00 - ყავა/ჩაი;
13:30 - სექციების მუშაობის განახლება;
16:30 - სექციებში კონფერენციის შეჯამება, სერტიფიკატების გადაცემა, დახურვა;
17:00 - ფურშეტი, I სართული, კაფეტერია.
კონფერენციის მონაწილეები ქვესექციების მიხედვით შემდეგ აუდიტორიებში გადანაწილდებიან:
ჟურნალისტიკა:
I ქვესექცია - აუდიტორია №305;
II ქვესექცია - აუდიტორია №308.
საერთაშორისო ურთიერთობები:
I ქვესექცია - აუდიტორია №303;
II ქვესექცია - აუდიტორია №304.
ირანისტიკა:
I ქვესექცია - აუდიტორია №504;
II ქვესექცია - აუდიტორია №509.
სამართალი:
I ქვესექცია - აუდიტორია №101;
II ქვესექცია - აუდიტორია №202.
მედიცინა:
I ქვესექცია - აუდიტორია №21;
II ქვესექცია - აუდიტორია №22;
სტომატოლოგიის ქვესექცია - №23.
ბიზნესი:
ფინანსების ქვესექცია - აუდიტორია №401;
მენეჯმენტის ქვესექცია - აუდიტორია №404;
ტურიზმის ქვესექცია - აუდიტორია №405.
მევენახეობა-მეღვინეობის სექცია - აუდიტორია №24.
მომავალ სტუდენტთა სექცია - აუდიტორია №82.
ძვირფასო მონაწილეებო, იმისათვის, რომ ემოციები და შთაბეჭდილებები ყველას გაუზიაროთ, გადაიღეთ ფოტო და ატვირთეთ ჰეშთეგით: #ciuconference2017
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმატებას გისურვებთ!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება