13 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მოადგილე ქეთევან ჯურხაძე, გელათის აკადემიაში - ,,საქართველო - კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო” სახელწოდებით გამართულ კონფერენციას, საპატიო ჟიურის წევრის ამპლუით დაესწრო.
კონფერენციაში, საქართველოს მასშტაბით, მეექვსედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ჩაერთნენ. ორგანიზატორების განცხადებით, პირველ ეტაპზე 147 შემოსული ნაშრომიდან, საბოლოო ეტაპზე 37 საუკეთესო საპრეზენტაციო თემა გადაირჩა.
მომხსენებლებმა თავიანთ რეგიონსა თუ კუთხეში გავრცელებული ვაზის ჯიშები და ღვინის ტიპები დეტალურად მიმოიხილეს და კვლევა ფართო საზოგადოებას გააცნეს.
კანცლერის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეები სამახსოვრო საჩუქრებითა და წიგნით - „ღვინის დაგემოვნება - პრაქტიკული კურსი“ დააჯილდოვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება