15 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და იაგელონიის უნივერსიტეტის რექტორის წარმომადგენელმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ადამ იელონეკმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მხარეებმა, შეხვედრის ფარგლებში, ერთმანეთს უნივერსიტეტები გააცნეს, ორმაგი ხარისხის პროგრამის შემუშავებაზე იმსჯელეს და სხვა სამომავლო პერსპექტივებიც განიხილეს.
მემორანდუმის საფუძველზე, ყოველწლიურად, კსუ-ს 2 სტუდენტისა და 2 პროფესორის გაცვლა მოხდება. სტუდენტებსა და პროფესორებს ასევე, ერასმუს + _ ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ეძლევათ.
სტუმრებმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, კსუ-ს პოლონური ენისა და კულტურის ოთახი დაათვალიერეს.
გაცნობებთ, რომ კსუ-ს დელეგაციის ვიზიტი კრაკოვში ოქტომბრის თვეში ჩაინიშნა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება