13 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერიტეტის სტუდენტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის მიმართულებით, მარინა უგულავა და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ლალი მიქელაძე, ფოთის მე-5 საჯარო სკოლის მოწვევით - ,,ტურიზმი შავიზღვისპირა ქალაქებში” პროექტის პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ.
სკოლამ ღონისძიება კსუ-ში სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის - „სამშობლო ჩემი უბნიდან იწყება” მონაწილეობის შემდეგ დაგეგმა და განახორციელა.
,,ტურიზმი შავიზღვისპირა ქალაქებში” - პროექტმა მე-5 სკოლის მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და ჯამში 100 მეტი, დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ჩაერთო.
კსუ-ს წარმომადგენლებმა ღონისძიების დასკვნით ნაწილში, პრეზენტაციების ბოლოს, კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები მისცეს სკოლას, ლალი მიქელაძემ დამსწრე საზოგადოებას, ტურიზმის პროგრამა და სპეციფიკა გააცნო. დელეგაციის წარმომადგენლებმა, ფოთის მე-5 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას, დაწყებითი და უფროსკლასელებისთვის განკუთვნილი ლიტერატურა საჩუქრად გადასცეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება