11 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბებული ინტელექტკლუბის ორგანიზებით, ქვიზ ტური -„კინემატოგრაფია და ლიტერატურა“ - ჩატარდა. ოთხი რაუნდისგან შემდგარი ქვიზ ტურის პირველი რაუნდი რა? სად? როდის? ტიპის კითხვებისგან შედგებოდა, მეორე ნაწილი ფილმებიდან და წიგნებიდან კითხვებს დაეთმო, მესამე და მეოთხე რაუნდი კი მინიმალისტურ პოსტერებსა და საუნდტრეკებს.
ღონისძიებაში 8 გუნდი მონაწილეობდა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ, გამარჯვება 1 ქულის უპირატესობით გუნდმა „ოლიმპოს ღმერთები“ 32 ქულით მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს ფულადი ჯილდო გადაეცა.
კსუ-ს ინტელექტკლუბი თამაშებს პერმანენტულად ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 19 მაისს, რა? სად? როდის? მეოთხე ტური გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება