10 მაისს, პოლონური ორგანიზაცია - აღმოსავლეთ ევროპის კოლეჯის წარმომადგენლები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორსა და სტუდენტებს შეხვდნენ. New Eastern Europe - ამ სახელწოდებით არასამთავრობო ორგანიზაცია 2011 წლიდან გამოსცემს ჟურნალს, რომელიც ამჟამად, მსოფლიო მასშტაბითაა ხელმისაწვდომი როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჟურნალის შესახებ ვრცლად ისაუბრეს, აღსანიშნავია, რომ უახლოეს ნომერში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ, საიმიჯო გვერდიც დაიბეჭდება.
შეხვედრის დროს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები დასახეს, რაც ერთობლივი საზაფხულო სკოლის ორგანიზებასა და სტუდენტებისა თუ აკადემიური პერსონალის ნაშრომების გამოქვეყნებას გულისხმობს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება