7 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 50-მდე უცხოელი სტუდენტი ოკაცეს კანიონს ესტუმრა.
დამთვალიერებლებმა კანიონის ულამაზესი ხედები მოინახულეს და საფეხმავლო ბილიკი სრულად გაიარეს.
მსგავსი გასვლითი ღონისძიებები როგორც პირველკურსელი, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის პერმანენტული ხასიათისაა.
სტუდენტები უახლოეს მომავალში პრომეთეს მღვიმეს ესტუმრებიან.
აღნიშნული აქტივობის მიზანია სტუდენტური ცხოვრების გახალისება და მათი დამეგობრება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება