საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თაოსნობით ჩატარებულ მეექვსე ტურის თამაშში, კსუ-ს საფეხბურთო გუნდმა, სპორტის უნივერსიტეტის ნაკრები ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
თამაშის პირველ ეტაპზე მოწინააღმდეგე გუნდმა ანგარიშის გახსნა შეძლო, თუმცა შეხვედრა კსუ-ს გუნდის უპირატესობით გაგრძელდა და მეტოქის კარში გოლები ბექა ყარსიმაშვილმა, გარი წერეთელმა და გიორგი ცერცვაძემ გაიტანეს.
ამ გამარჯვებით საფეხბურთო გუნდი შემდეგ ეტაპზე, მერვედფინალში გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს გუნდის მწვრთნელი ბესიკ ოსეფაშვილი გახლავთ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება